სახელმწიფო დაზვერვის სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის

სახელმწიფო დაზვერვის სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის

სახელმწიფო დაზვერვის სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები ერთ საკანონმდებლო პაკეტად ირინე იმერლიშვილმა მოამზადა და რამდენიმე კანონში ცვლილება შედის.

„დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტით, სამსახურის საქმიანობაზე სამთავრობო კონტროლი წესდება და სამსახურს პრეზიდენტის ნაცლად, მთავრობა უხელმძღვანელებს.

ამასთან, ცვლილება „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის მიხედვით, დაზვერვის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობა იქნება და ეროვნულ სადაზღვევო პროგრამას მთავრობა დაამტკიცებს.

ამას გარდა, ცვლილება - „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვის კოორდინაციაზე პასუხისმებელი სამსახური უნდა განისაზღვროს მთავრობის მიერ და სამსახურის საქმიანობაზე სამთავრობო კონტროლი წესდება.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შედის „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონშიც, რომლის მიხედვითაც, ხდება სახელმწიფო საიდუმლოების ინფორმაციასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებათა გამიჯვნა საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის.