კონსტანტინე სურგულაძე უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა

კონსტანტინე სურგულაძე უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კონსტანტინე სურგულაძე უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, კონსტანტინე სურგულაძემ ზაპოროჟიეს ქართული ეროვნული ცეკვის სტუდიის წევრებს მუსიკალური ინსტრუმენტები, ხარკოვის ქართულ ეროვნულ-კულტურული საზოგადოება „საქართველო“-სთან არსებულ საფეხბურთო გუნდს სპორტული ფორმები, ხოლო საკვირაო სკოლას წიგნები და საბავშვო ლიტერატურა გადასცა.

მოგვიანებით, „დონბას პალასში“ გაიმართა შეხვედრა დონეცკის ოლქის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საზღვარგარეთ ქართული დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლების, ფოლკლორული ანსამბლების წარმატებით ფუნქციონირების ხელშეწყობაზე.

ვიზიტის ფარგლებში კონსტანტინე სურგულაძე დონეცკის ოლქის გუბერნატორს, ანდრეი შიშაცკის და ქალაქის მერს, ალექსანდრე ლუკიანჩენკოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხრეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრესპექტივები განიხილეს.