მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდება

მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2013 წელს ავღანეთში იმ ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდება, რომლებიც ამ ქვეყანაში ISAF-ის პროგრამის ფარგლებში მსახურობენ.

აღნიშნულის შესახებ,  ინფორმაცია სოციალურ ქსელ „facebook“- ის  პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

საქართველოს პირველი პირი ჰელმანდის პროვინციაში წინასაახალწლოდ ჩავა, სამხედროებს ახალ წელს პირადად მიულოცავს და ახალი წლის ღამეს სამხედრო ბაზაზე მათთან ერთად გაატარებს.

საქართველოს პრეზიდენტი ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში უკვე, მეორედ მოინახულებს.

პირველად, მიხეილ სააკაშვილი მათ 2012 წლის 20 თებერვალს სტუმრობდა, რომლებთან ერთადაც იგი ჯავშანტექნიკით პატრულირებდა.