ეკა ბესელია: ფოთის პორტთან დაკავშირებით ბევრი საკითხია, რომლებიც ეჭვს ბადებს

ეკა ბესელია: ფოთის პორტთან დაკავშირებით ბევრი საკითხია, რომლებიც ეჭვს ბადებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, ფოთის პორტი სტრატეგიული ობიექტია და მისი საკითხი მთავრობის დონეზე უნდა გადაწყდეს.

ფოთის პორტთან დაკავშირებით, ეკა ბესელიამ დღეს, for.ge - ის პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

ბესელიას თქმით, ფოთის პორტი უფაქიზესი, უსერიოზულესი თემაა და აღნიშნულთან დაკავშირებით, გარკვეული პროცესები მიმდინარეობს.

„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში პორტის ყოფილი მეპატრონეების განცხადება შემოვიდა. ისინი ამბობენ, რომ სხვადასხვა მაქინაციებით საშუალება არ მისცეს, რომ პორტი ემართათ. ეს ის პერიოდია, სანამ პორტი კომპანია „რაკიას“ გადაეცემოდა. ახლა კი, ყოფილ მფლობელებს შორის, დავა მიმდინარეობს. ბევრი საკითხია, რომელიც ეჭვს და ბევრ კითხვებს ბადებს. ყოფილი მფლობელების ინფორმაციით, მაშინ ბევრი საეჭვო გარიგება დაიდო“, - განაცხადა ბესელიამ.

ბესელია აღნიშნავს, რომ პორტთან დაკავშირებით, საფრთხის შემცველი ორი ფაქტორი არსებობს.

„კერძოდ,  მზადდება დემონტაჟი საიალქნო ფლიგელისა და ე.წ“ ბერეგის“  ტერიტორიისა, სადაც ეკლესია მდებარეობს. მე წერილი გავუგზავნე  ფოთის პორტის ადმინისტრაციას და მივმართე მათ, რომ  არაფრით არ შეიძლება დაინგრეს ტერიტორია, რომელიც ფოთისთვის ასეთი მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ნგრევის პროცესმა თან ეკლესია მოიყოლოს. მერის მოვალეობის  შემსრულებელი შემპირდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მასაც კრიტიკული პოზიცია ექნება. ვიმედოვნებ, ამ ნგრევის პროცესს შევაჩერებთ, მოლაპარაკებას შევძლებთ და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა რომელიც პორტს უკავშირდება “, - განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, ეკა ბესელიამ  ფოთის მერის ვაკანტურ თანამდებობაზეც ისაუბრა.

მისი განცხადებით, კარგია, რომ აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ 4 კანდიდატი იბრძვის.

ბესელია მიიჩნევს, რომ თანამდებობის დაკავების საკითხი