ეკა ბესელია: პარლამენტში ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა გვაქვს

ეკა ბესელია: პარლამენტში ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა გვაქვს

ჩვენ გვაქვს პარლამენტში ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა - ამის შესახებ დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, პრეზიდენტმა პარლამენტის დადგენილებას ხელი  7 დღეში უნდა მოაწეროს, ხოლო ხელის მოწერიდან იგი მაქსიმუმ 10 დღეში უნდა გამოქვეყნდეს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი დადგენილებას ვეტოს დაადებს, მან უნდა განმარტოს ამის მიზეზი და პარლამენტს შენიშვნებით უკან დაუბრუნოს, ხოლო პარლამენტს შესაძლებლობა აქვს, კენჭი უყაროს მას და გადაწყვეტილება მიიღოს.

„პრეზიდენტმა 7 დღეში უნდა მოაწეროს ხელი დადგენილებას, ხელის მოწერიდან მაქსიმუმ 10 დღეში ის ქვეყნდება და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შედის. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ხელს არ აწერს და ვეტოს ადებს, ის ვალდებულია დაასაბუთოს მიზეზები და შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ იზიარებს ამ შენიშვნებს, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, იღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას. ჩვენ ეს უმრავლესობა გვყავს და შეგვიძლია ეს კანონი ჩვენ თვითონ აღვასრულოთ“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.