უმცირესობა პარლამენტს დაუბრუნდა

უმცირესობა პარლამენტს დაუბრუნდა

ოპოზიციონერები საპარლამენტო საქმიანობას დღეს დაუბრუნდნენ. საპარლამენტო უმცირესობამ გასული კვრის ოთხშაბათს, პროტესტის ნიშნად, საპარლამენტო ცხოვრებაზე უარი განაცხადა, მაგრამ უმცირესობა პარლამენტს უკვე დაუბრუნდა და საქმიანობს რიგგარეშე სესიის ფარგლებში გააგრძელებენ.

ამ წუთებში, პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც მიხეილ მაჭავარიანი ესწრება.

ამას გარდა, დღეს, 16:00 საათზე, ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელსაც ოპოზიციონერებიც დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, უმცირესობამ ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარი ინციდენტი და პრეზიდენტის ესკორტისთვის ქვების სროლა გააპროტესტა.