მექსიკელებს იარაღს ველოსიპედებს და კომპიუტერებში უცვლიან

მექსიკელებს იარაღს ველოსიპედებს და კომპიუტერებში უცვლიან

Sky News-ის ინფორმაციით,  მექსიკაში ახალი სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცეს-ის,ვინც იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებს სახელმწიფო ორგანოებს, სანაცვლოდ ველოსიპედებს, კომპიუტერულ ტექნიკას ან ფულად პრემიას მიიღებს.

 მექსიკის სახლემწიფომ პროგრამა  დევიზით“ნებაყოფლობითი განიარაღება თქვენი ოჯახის კეთილდღეობისთვის“, ითვალისწინებს იმას, რომ მოზარდების და ბავშვების ხელში იარაღი ნაკლებად მოხვდეს. ქვეყანაში დანაშაული მოზარდებს შორის დღითიდღე მატულობს. 2006 წლის შემდეგ,ოფიციალური მონაცემებით, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 60 000 ადამიანია დღუპული, თუმცა ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მათი რიცხვი ოფიციალურ მონაცემებზე ბევრად მეტია.

მექსიკელი სამართალდამცავები მოსახლეობას შეჰპირდნენ,რომ იარაღის ჩაბარება მათ ანონიმურად შეუძლიათ და ამისთვის მათ პასუხისმგებელობა არ დაეკისრებათ.