რუსეთი ინდოეთთან მილიარდიან კონტრაქტს აფორმებს

რუსეთი ინდოეთთან მილიარდიან კონტრაქტს აფორმებს

რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის ხანმოკლე ვიზიტი ინდოეთში ნაყოფიერი აღმოჩნდა რუსეთისთვის.

ვლადიმერ პუტინმა ინდოეთის პრემიერმინისტრთან მანმოჰან სინგხემთან ხელი მოაწერა ორმხრივ ხელშეკრულებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ,კონტრაქტი კი 2 მილიარდ ევროს ითვლის.

ინდოეთი რუსეთისგან 71 ერთეულ სამხედრო ვერტმფრენ  Ми-17В-5–ს და 42 ერთეულ გამანადგურებელ СУ-30МКИ–ს შეისყიდის.

დღეისთვის ინდოეთი იარაღის  ერთ–ერთი მსხვილი იმპორტიორია მსოფლიოში, იარაღის 70%–ს ის რუსეთისგან ყიდულობს.