ბიძინა ივანიშვილი სვეტიცხოველში მიმდინარე ლიტურგიას ესწრება

ბიძინა ივანიშვილი სვეტიცხოველში მიმდინარე ლიტურგიას ესწრება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით, სვეტიცხოველში მიმდინარე ლიტურგიას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

მასთან ერთად,  პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და პარლამენტარი, ზაქარია ქუცნაშვილი იმყოფებიან.

პრემიერთან შესახვედრად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საკურთხევლიდან გამობრძანდა და ივანიშვილს შეხვდა.

პრემიერმა პატრიარქს აღსაყდრების დღე მიულოცა, რის შემდეგაც ივანიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ტაძარში მარჯვენა მხარეს მათთვის განკუთვნილი ადგილები დაიკავეს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, მსახურებაზე ელოდებიან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც.

მსახურების დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს.