უმცირესობას იაშა შერვაშიძე ტოვებს

უმცირესობას იაშა შერვაშიძე ტოვებს

საპარლამენტო უმცირესობის რიგებს ქედის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი იაშა შერვაშიძე ტოვებს.

შერვაშიძე უმცირესობის რიგების დატოვების განცხადებით დღეს ბიუროს მიმართავს, რომელიც 16:00 საათზეა დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები კიდევ ერთმა კანონმდებელმა, ამბროლაურის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ  დატოვა. Fromo.ge-ს ინფორმაციით კი, პრეზიდენტის საპარლამენტო გუნდის რღვევა კიდევ უფრო გაგრძელდება, რადგან უმცირესობის დატოვებას გეგმავენ - გურამ მისაბიშვილი, ნაულ ჯანაშია, ანზორ ბოლქვაძე და გიორგი ფეიქრიშვილი.