არჩილ კბილაშვილი: ადეიშვილის ბრალეულობის შესახებ დადგენილება პრაქტიკულად, მომზადებულია

არჩილ კბილაშვილი: ადეიშვილის ბრალეულობის შესახებ დადგენილება პრაქტიკულად, მომზადებულია

იუსტიციის ყოფილი მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ბრალეულობის შესახებ დადგენილება პრაქტიკულად მომზადებულია. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადადა აღნიშნა, რომ ადეიშვილის ბრალეულობა ციხის ინციდენტთან იკვეთება.

„ადეიშვილის ბრალეულობის შესახებ დადგენილება პრაქტიკულად მომზადებულია, ის დახვეწის სტადიაშია და დღეს თუ არა ხვალ, სასამართლოს წარედგინება" - განმარტა კბილაშვილმა.

რაც შეეხება ციხის სკანდალთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, მთავარი პროკურორის განმარტებით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ყველა დეტალი გულდასმით მოწმდება.

„ამიტომაც ამ მხრივ მოსაზრებას, რომ ჩვენ საქმეს სათანადო გულისყურით არ ვსწავლობთ, ვერ გავიზიარებთ. საქმეში ძალიან ბევრი დაზარალებულია, მიმდინარეობს თითოეული მათგანის დაკითხვა და ჩვენებების მიღება" - აღნიშნა კბილაშვილმა.

კითხვაზე, ადეიშვილის გარდა, აღნიშნულ საქმეზე იკვეთება თუ არა ბაჩო ახალაიას ბრალი, მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ყოფილ შს მინისტრთან მიმართებაში, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ იმ ბრალეულობაზე, რასთან დაკავშირებითაც ის დაკავებულია.

გარდა ამისა, მთავარი პროკურორის ინფორმაციით ციხის სკანდალის საქმის გამოძიების ფარგლებში უკვე ჩატარდა გავრცელებული ვიდეომასალების ექსპერტიზა.

„მე როგორც ვიცი, ვიდეომასალების ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია, მათ შორის იქ მყოფ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. რაც შეეხება უშუალოდ ე.წ. ცოცხის კადრს, მონტაჟის კვალი არ ჩანს" - დასძინა მთავარმა პროკურორმა.