შეწყალების კომისია 430 პატიმრის საქმეს განიხილავს

შეწყალების კომისია 430 პატიმრის საქმეს განიხილავს

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში, შეწყალების კომისიის  მიმდინარე წლის ბოლო სხდომა მიმდინარეობს.

სხდომაზე, სადაც 430 პატიმრის საქმეს განიხილავენ.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის ინფორმაციით, განსახილველ განცხადებებში უმძიმესი საქმეებია წარმოდგენილი.

„ძალიან მძიმე საქმეებია, მათ შორის - ნარკორეალიზატორები, უარყოფითი დახასიათების მქონეები, მკვლელობისა და გაუპატიურების ჩამდენები. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება ვთქვა, რას გადაწყვეტს კომისია“, - განაცხადა თევდორაძემ.

შეწყალებული პატიმრები ციხეებს ახალ წლამდე დატოვებენ.