„დემოკრატიული მოძრაობა“ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ინტრონიზაციის 35 წლის იუბილეს ულოცავს

„დემოკრატიული მოძრაობა“ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ინტრონიზაციის 35 წლის იუბილეს ულოცავს

„დემოკრატიული მოძრაობა“ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ინტრონიზაციის 35 წლის იუბილეს ულოცავს უსურვებს მას ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.

ბოლო 35 წლის განმავლობაში, სწორედ უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 39-მდე გაიზარდა, რამდენიმე ათეული ეკლესია-მონასტერი შეიქმნა. ახალი წმინდანების კანონიზირება მოხდა და საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი აშენდა და რაც ყველაზე მთავარია ხალხი დაუბრუნდა რწმენას და დღეს ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიას მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს.

უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლი ჩვენი სამშობლოს წინაშე განუზომელია, მარგამ არ შეიძლება არ აღინიშნოს ყველაზე მთავარი, რომ უწმინდესი და უნეტარესი, როგორც ჭეშმარითი სულიერი მამა, სამშობლოსათვის ყველაზე რთულ ვითარებაში ინარჩუნებდა ბრძნულ პოზიციას და იყო გარანტი ერის ერთიანობისა. იგი ყოველთვის სიმშვიდისაკენ და ერთიანობისაკენ მოუწოდებდა მთელს ერს, თუმცა სამწუხაროდ მისი სიტყვები ყოველთვის შესმენილი არ იყო.

„დემოკრატიული მოძრაობა“ თითოეულ მართლმადიდებელს უსურვებს, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევა არ მოკლებოდეს მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს.