კბილაშვილი: ერთ-ერთი ყოფილი მინისტრის მიმართ პრეტენზიებით პროკურატურას უცხო ქვეყნის საელჩომ მიმართა

კბილაშვილი: ერთ-ერთი ყოფილი მინისტრის მიმართ პრეტენზიებით პროკურატურას უცხო ქვეყნის საელჩომ მიმართა

საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი ყოფილი მინისტრის მიმართ პრეტენზიებით მთავარ პროკურატურას უცხო ქვეყნის საელჩომ მიმართა.

როგორც კბილაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, საქმე ეხება იმ მინისტრს, რომლის მიმართაც უწყებას ბრალდება წარდგენილი არ აქვს.

„ერთ-ერთი მინისტრის მიმართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით პროკურატურას უცხო ქვეყნის საელჩომ მომართა. წერილში საელჩო მისი ქვეყნის მოქალაქის პოზიციას ახმაურებს და აცხადებს, რომ კონკრეტულმა მინისტრმა მისი მოქალაქე აიძულა „ტოიოტას" მარკის 10 ავტომანქანა შეეძინა" - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მთავარმა პროკურორმა არც საელჩოს და არც მისი მოქალაქის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა.