ივანიშვილი კათოლიკურ სამყაროს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

ივანიშვილი კათოლიკურ სამყაროს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კათოლიკურ სამყაროს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

ამის შესახებ პრემიერის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"დღეს მსოფლიოს ქრისტიანული სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს. მილიონობით  ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი დღეა. ეს არის მაცხოვრის დაბადების, ახალი ერის დაწყების დღე – ამ დღემ მთლიანად შეცვალა კაცობრიობის ისტორია, შეცვალა ადამიანი, მისი აზროვნება, ცხოვრების წესი, დამოკიდებულება სამყაროსადმი, სიცოცხლისადმი, მოყვასისადმი, ამან მისცა დასაბამი ევროპულ ცივილიზაციას. დღევანდელი დღე მინდა, მივულოცო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს,  ყველას, ვინც დღეს – 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის დღესასწაულს. მინდა, გისურვოთ ბედნიერი მომავალი,  სიხარული,  წარმატება და კეთილდღეობა. მრავალი  შობა გეზეიმოთ  მშვიდობიან და  ერთიან საქართველოში", - აღნიშნულია განცხადებაში.