ირაკლი ალასანია  დღეს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიას წარადგენს

ირაკლი ალასანია დღეს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიას წარადგენს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ხვალ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიას წარადგენს.

წარდგენის ცერემონია თავდაცვის სამინისტროში 12:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ჩაჩიბაია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის მარტამდე იყო.

ჩაჩიბაიამ 1994 წელს დაამთავრა თბილისის სამხედრო აკადემია. 1999 წელს მოსამზადებელი კურსები გაიარა აშშ-ის ქვეით ოფიცერთა სკოლაში, 2002-2003 წლები გაიარა აშშ-ის სამეთაურეო და გენერალური შტაბის ოფიცერთა კურსი, ხოლო 2007-2008 წლებში აშშ-ის არმიის ომის კოლეჯი.