IDS Borjomi   აქციები 300 მილიონ დოლარად გაიყიდა, მინორიტარული წილი კი პატარკაციშვილის ოჯახს დარჩა

IDS Borjomi აქციები 300 მილიონ დოლარად გაიყიდა, მინორიტარული წილი კი პატარკაციშვილის ოჯახს დარჩა

გამოცემა „კომერსანტის“ ინფორმაციით, ტენდერი ქართულ მინერალურ წყალ „ბორჯომზე“ ალფა-ბანკმა მოიგო. მიხეილ ფრიდმანის „ალფა“ საკონტროლო პაკეტს მიიღებს, ხოლო მოქმედ აქციონერებს მინორიტარული წილი დარჩებათ. „ბორჯომის“  აქციების პრეტენდენტებს შორის  შემდეგი კომპანიები-Standard Capital, TPG, Klever Asset Management, , Система და საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის კირსან ილიუმჟინოვის სახელთან დაკავშირებული ფონდიც გახლდათ.

 IDS Borjomi   აქციების მფლობელი გარდაცვლილი ქართველი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახია, თუმცა „ალფა“ აქციების სრული პაკეტის შესყიდვას არ აპირებს, ოჯახი მინორიტარული წილის მფლობელად დარჩება და მათ  საკუთრებაში აქციების 15-30 %-ი იქნება.

 IDS Borjomi  აქციონერებმა მსყიდველის ძებნა 2012 წლის ზაფხულიდან დაიწყეს. კომპანიის საწყისი ღირებულება 400-500 მილიონი დოლარი გახლდათ, თუმცა გამოცემის ინფორმაციით, ხელშეკრულება 300 მილიონ დოლარზე გაფორმდა.