დაითანხმა თუ არა ბრაჰიმმა ასადი გადადგომაზე?

დაითანხმა თუ არა ბრაჰიმმა ასადი გადადგომაზე?

გაეროს და არაბული სახელმწიფოების ლიგის სპეციალური წარმომადგენელი ლახდარ ბრაჰიმი დღეს სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს შეხვდა. მხარეებმა სირიაში შექმნილ მდგომარეობა განიხილეს, ბრაჰიმმი კი ასადს მის მიერ შემუშავებეულ კრიზისიდან გამოსასვლელი გეგმა წარუდგინა.

„პრეზიდენტ ასადთან ერთად განვიხილეთ ის ზომები, რომელიც შემდგომში  უნდა მივიღოთ.არსებული სიტუაცია  სირიაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. იმედი გვაქვს, რომ ყველა მხარე პრობლემის გადაწყვეტისთვის იმუშავებს. სირიელი ხალხი ამას სულმოუთქმელად ელოდება“,-განაცხადა ბრაჰიმმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ბრაჰიმის და „სირიის მეგობარი“ ჯგუფის გეგმა ქვეყანაში ახალი საპრეზიდერნტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და ასადის ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას ითვალისწინებს.