ეკლესია დღეს  წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს და პატრიარქის ინტრონიზაციის 35 წლის იუბილეს აღნიშნავს

ეკლესია დღეს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს და პატრიარქის ინტრონიზაციის 35 წლის იუბილეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის 35 წლის იუბილეს აღნიშნავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს, 17:00 საათზე, საზეიმო ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს, ხოლო წირვას ხვალ, 10:00 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწყებს.

წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი მე-4 საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი ერეტიკოსებისგან ყოვლადწმინდა სამების ერთარსებობის დოგმატს იცავდა. მან სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა და დღესაც აღესრულება მისი წმინდა ნაწილებიდან კუნძულ კორფუსზე, მისივე სახელობის ტაძარში. წმინდა მღვდელმთავარი საბერძნეთის მფარველად ითვლება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა. ილია I საქართველოს ეკლესიას 1600 წლის წინ, 390-400 წწ მართავდა. ბოლო 35 წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 39-მდე გაიზარდა, რამდენიმე ათეული ეკლესია-მონასტერი შეიქმნა. ახალი წმინდანების კანონიზირება მოხდა და საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი აშენდა.