ფეოდორ შალიაპინი მღეროდა მილანის განთქმული საოპერო თეატრის “ლა სკალას” სცენაზე. იმ წლებში თეატრში აკრძალული იყო ბისზე არიების გამეორება.
ოპერა “სევილიელ დალაქში” შალიაპინი დონ ბაზილიოს პარტიას ასრულებდა. სპექტაკლის დაწყების წინ შალიაპინი დაენიძლავა თავის მეგობრებს, რომ ის დაარღვევდა ამ ტრადიციას.
“ცილისწამების” არიის შესრულების შემდეგ, ბაზილიო – შალიაპინი ავანსცენაზე გამოვიდა, ხელით ანიშნა დამსწრეთ შეეწყვიტათ ოვაცია, შემდეგ მიუბრუნდა როზინას მეურვეს – დოქტორ ბარტოლოს და წმინდა იტალიურ ენაზე შეეკითხა:
- იცით თქვენ რა არის ცილისწამება?
დოქტორი ბარტოლო დუმდა.
- არა, თქვენ არ იცით რა არის ცილისწამება! – განაგრძობდა შალიაპინი.
შემდეგ კვლავ მიუბრუნდა დარბაზს და მაყურებლებს მიმართა:
- თქვენ კი იცით რა არის ცილისწამება?
დარბაზი დუმდა.
- მაესტრო! – მიმართა შალიაპიანმა დირიჟორს, - არავინ იცის რა არის ცილისწამება. მოდით კიდევ ერთხელ ავუხსნათ მათ რა არის ცილისწამება.
გაისმა მუსიკის ხმა და დონ ბაზილიო-შალიაპინმა მეორედ შეასრულა “ცილისწამების” არია.
შალიაპინმა დაამარცხა ტრადიცია და მოიგო ნიძლავი.