მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შეერთებულ შტატებში ახალი სკანდალი მწიფდება. გარდაცვლილი მუსიკოსის დედამ – კეტრინ ჯექსონმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პოპის მეფის დედა მაიკლ ჯექსონისათვის “პრომოუშენის“ გამკეთებელ ამერიკულ კომპანიას შვილის სიკვდილში ადანაშაულებს.
თუ კეტრინ ჯექსონს დავერწმუნებით, კომპანია მოვალე იყო, რომ მომღერლის ავადმყოფობის შემთხვევაში მისთვის უფრო მაღალი დონის სამედიცინო აპარატურა და მედიკამენტები მოეძია, მაგრამ კომპანიამ ეს არ გააკეთა და ჯექსონის სიკვდილის მიზეზი დაბალი ხარისხის სამედიცონო მომსახურება იყო.
“საპრომოუშენო“ კომპანიას უკვე ჰქონდა მცდელობა, რომ ჯექსონის დედასთან დაპირისპირება ამ უკანასკნელის სასამართლოში მისვლამდე მოეგვარებინა, მაგრამ კერტინ ჯექსონი არანაირ გარიგებეში შესვლას არ აპირებს და როგორც თავად აცხადებს, მისი ერთადერთი მიზანი, შვილის სიკვდილში დამნაშავეთა გამოაშკარავებაა.