მუსიკალური გამოცემა “Rolling Stone”-ის ინფორმაციით, ჯგუფი “Radiohead”-ის წევრები უახლოეს მომავალში სტუდიაში ჩაიკეტებიან და ახალ ალბომზე მუშაობას დაიწყებენ.
მომავალ წელს ჯგუფმა მსოფლიო საგასტროლო ტურნეში უნდა მიიღოს მონაწილეობა. მუსიკოსებს სურთ, რომ ახალი დისკი დაგეგმილ კონცერტებამდე გამოუშვან.
ამ დღეებში “Radiohead”-ს დროებით, ჯგუფი “Portishead”-ის მედოლე კლაივ დიმერი შეუერდება. ის თავდაპირველად ახალი ალბომის ჩაწერაში მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ კი ჯგუფის წევრებს მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაჰყვება.
დღეისათვის “Radiohead”-ის ბოლო სტუდიური ნამუშევარი “The King of Limbs” 2011 წლის თებერვალში გამოვიდა.
წინა თვეს ჯგუფის წევრებმა გამოუშვეს დისკი სახელწოდებით “TKOL RMX 1234567”. ის წარმოადგენს წინა ალბომში “The King of Limbs”, წარმოდგენილი კომპოზიციების ერთგვარ რემიქსებს. ამ დისკის ჩაწერაში “Radiohead”-ის გარდა შემდეგმა ჯგუფებმა მიიღეს მონაწილეობა: “Nathan Fake”, “Lone” და “Jamil XX”.