პაატა ლეჟავა პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს

პაატა ლეჟავა პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი პაატა ლეჟავა დღეს, პროკურატურაშია დაბარებული, თუმცა, დეპუტატი არჩილ კბილაშვილის უწყებაში გამოცხადებას არ აპირებს.

ლეჟავამ მედიასთან საგანგებო განცხადება გააკეთა და იმ ინციდენტზე ისაუბრა, რომელიც არჩევნებამდე სამი დღის ადრე, ვანში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მოხდა.

ლეჟავას ინფორმაციით, ბიზნესმენი მამუკა შარაშენიძე ოფისში გამოცხადდა და „ნაციონალური მოძრაობისა“ და წინა ხელისუფლების ლანძღვა-გინება დაიწყო.

„ერთი კვირის წინ განცხადება გააკეთეს, რომ პროკურატურაში ვარ დაბარებული, თუმცა, გამოცხადებას არ ვაპირებ. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამუკა შარაშენიძემ დედა აგინა ხელისუფლებას და ეს მინიმუმ არის ხულოგნობა. მის მიმართ იგივე აღმკვეთის ღონისძიება უნდა გატარდეს, რაც ჩემი ბიძაშვილის მიმართ გამოიყენეს და დააკავეს. შერეულ ბრალთან გავქვს საქმე და თუ აკავებ ერთ მხარეს, მეორეც უნდა დააკავო. თუ პროკურატირას სიმართლე აინტერესებს ჯერ შარაშენიძე დააკაონ და შემდეგ მივალ მოწმედ“, - აცხადებს დეპუტატი.

კანონმდებელის ინფორმაციით, შარაშენიძე თავად აცხადებს, რომ მისთვის ლეჟავას ხელი არ დაურტყამს და რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში.