პაკისტანში ორი დღის მანძილზე 6 ექიმი მოკლეს

პაკისტანში ორი დღის მანძილზე 6 ექიმი მოკლეს

პაკისტანში ბოლო დღეების განმავლობაში ექვსი ექიმი მოკლეს.ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით, ყარაჩის რამდენიმე რაიონში 20 წუთის განმავლობაში 4 ექიმი მოკლეს,წინა დღეს კი 2 ექიმი. ექიმები მოსახლეობას პოლიომელითის საწინააღმდეგო აცრებს უტარებდნენ. სამართალდამცავთა განმარტებით, თალიბები ექიმებს რამდენიმე დღის განმავლობაში  ემუქრებოდნენ და აცრების შეწყვეტას აიძულებდნენ.

ვაქცინაციის პროგრამების ხელმძღვანელობის განმარტებით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ყარაჩიში ექიმები დახოცეს.“როდესაც ჩვენ დავიწყეთ გარკვევა რომელ ჯგუფზე იყო საუბარი, მედიკოსების ერთ-ერთი  ჯგუფიდან ტელეფონის ზარებს არავინ პასუხობდა.მივხვდით, რომ საქმე ცუდად იყო“,-აცხადებს პროგრამის ხელმძღვანელობდა.

პაკისტანელი სამართალდამცავების განცხადებით, თალიბები იმიტომ უკრძალავდნენ ექიმებს ვაქცინაციის ჩატარებას,რომ  ფიქრობდნენ,ისინი შეიძლება ამერიკელი აგენტები  აღმოჩენილიყვნენ. შარშან სწორედ ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მონაწილე ექიმებსი საშუალებით იქნა თალიბების ლიდერი უსამა ბინ ლადერი აღმოჩენილი.