85 წლის მოხუცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

85 წლის მოხუცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული იური ფ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული 16 დეკემბერს, ყაზბეგის ქუჩის N25-ში, 1927 წელს დაბადებული ავთანდილ საყვარელიძის ბინაში მივიდა  და როგორც გაირკვა, უთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბინის მეპატრონე ბალიშით  გაგუდა. შემდეგ, ძვირფასეულობა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდებულმა საყვარელიძის ბინიდან მოპარული ოქროს ნივთები თბილისის სხვადასხვა ლომბარდში ჩააბარა, აღებული თანხით კი იმავე დღეს შეიძინა ბილეთები თბილისი-კიევის მიმართულებით და   საქართველო დატოვა.

უკრაინელმა მესაზღვრეებმა იური ფ-ს დაუყოვნებლივ დეპორტირება  მოახდინეს. 17 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო  აეროპორტში, ქართველმა სამართალდამცველებმა იური ფ. მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-7  განყოფილება იძიებს.