ამერიკული მას-მედიის ცნობით, ცნობილი მსახიობი ჯულია რობერტსი ტანსაცმლის დიზაინით დაინტერესდა. ქალბატონმა ჯულიამ შეიმუშავა სპორტული მაისურის დიზაინი აფრიკაში შიდსთან ბრძოლის საქველმოქმედო კომპანიისათვის, ლეიბლით “Armani Red”.
მსახიობმა გადაწყვიტა მაისურზე გამოესახა სიმბოლური სიცოცხლის ხე, რომელზეც აღბეჭდილია სიტყვები “Revolution, evolution, devotion” (რევოლუცია, ევოლუცია, ერთგულება), რაც კომპანია “Red”-ის გაშიფრვას წარმოადგენს.
პროექტი “Red” შეიმუშავეს ირლანდიური ჯგუფი “U2”-ის სოლისტმა ბონომ და ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯონ ფ. კენედის დისშვილმა ბობი შრაივერმა. ის აერთიანებს კომპანიებსა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი საკუთარი წვლილი შეიტანონ შავ კონტინენტზე შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის საქმეში.
ლეიბლი "Red”-ით გამოსული პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი საქველმოქმედო ფონდში ირიცხება.
ჯულია რობერტსის დიზაინით შექმნილი მაისური – ქალისა და მამაკაცისთვის, გაყიდვაში მიმდინარე წლის ნოემბერში გამოჩნდება. ამ მაისურებზე აღბეჭდილი იქნება აგრეთვე მსახიობის ავტოგრაფიც.