“American Music Awards”-ის ნომინანტები ცნობილია

“American Music Awards”-ის ნომინანტები ცნობილია

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, ქალაქ ლოს-ანჯელესში ჩატარდება პრესტიჟული “American Music Awards”-ის გამარჯვებულების გამოვლენის საზეიმო ცერემონიალი. ეს ღონისძიება ტრადიციულ სახეს ატარებს და გამორჩეულ მუსიკოს-შემსრულებლებს ერთდროულად 18 ნომინაციაში ასახელებს.

 

გუშინ ცნობილი გახდა ყველა ნომინაციაში მონაწილეთა ვინაობა. ამათგან გამორჩეული აღმოჩნდა ბრიტანელი მომღერალი ადელი, რომელიც გამარჯვებისათვის ერთდროულად ოთხ კატეგორიაში იბრძოლებს. წარმატებული მუსიკოსების ვინაობა სპეციალური გამოკითხვის შედეგად გახდება ცნობილი. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს, რომ “American Music Awards”-ის ოფიციალურ საიტზე შევიდეს და საყვარელ მომღერალსა ან ჯგუფს ხმა მისცეს.

 

“American Music Awards-2011”-ის ნომინანტთა სია შემდეგნაირად გამოიყურება.

 

წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი. 1. ჯასტინ ბიბერი 2. ბრუნო მარსი 3. პიტბული

 

საუკეთესო მომღერალი ქალი. 1. ადელი 2. ლედი გაგა 3. ქეთი პერი

 

საუკეთესო ჯგუფი. 1. LM FAO 2. Maroon 5 3. One Republic

 

საუკეთესო ალბომი. 1. ადელი – “21” 2. ლედი გაგა – “Born This Way” 3. რიანა – “Loud”

 

ქანთრის შემსრულებელი  საუკეთესო მომღერალი მამაკაცი. 1. ჯეისონ ალდინი 2. ბრედ ჰეისლი 3. ბლეიკ შელტონი

 

ქანთრის შემსრულებელი საუკეთესო მომღერალი ქალი. 1. სარა ევანსი 2. მირანდა ლამბერტი 3. ტეილორ სვიფტი

 

საუკეთესო ქანთრი ჯგუფი. 1. The Band Perry 2. Zac Brown Band 3. Lady Antebellum

 

საუკეთესო ქანთრი ალბომი. 1. ჯეისონ ალდინი – “My Kinda Party” 2. The Band Perry – “The Band Perry” 3. ტეილორ სვიფტი – “Speak Now”

 

რეპი/ჰიპ-ჰოპის საუკეთესო შემსრულებელი. 1. ლილ ვეინი 2. ნიკი მინაჯი. 3. კენი ვესტი

 

რეპი/ჰიპ-ჰოპის საუკეთესო ალბომი. 1. Jay-Z $ Kanye West – “Watch The Throne” 2. Lil Wayne – “The Carter “ 3. Nicki Minaj – “Pink Friday”

 

სოულის  საუკეთესო შემსრულებელი მომღერალი მამაკაცი. 1. Chris Brown 2. Trey Songz 3. Usher

 

სოულის საუკეთესო  შემსრულებელი მომღერალი ქალი. 1. ბეიონსე 2. რიანა 3. კელი როულენდი

 

სოულის საუკეთესო ალბომი 1. ბეიონსე – “4” 2. კრის ბრაუნი – “F.A.M.E.” 3. რიანა – “Loud”

 

ალტერნატიული მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი. 1. Black Keys 2. Foo Fighters 3. Mumford $ Sons

 

თანამედროვე მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი. 1. ადელი 2. ბრუნო მარსი 3. ქეთი პერი

 

ლათინური მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი. 1. ენრიკე იგლესიასი. 2. ჯენიფერ ლოპესი 3. პიტბული

 

“სერიოზული” მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი.  1. Casting Crowns 2. Tobymac 3. Third Day

 

წლის საუკეთესო მომღერალი 1. ადელი 2. ლედი გაგა 3. ლილ ვეინი