ამერიკულმა მუსიკალურმა გამოცემა “Billboard”-მა 21 წლის ტეილორ სვიფტს “წლის მომღერლის” ტიტული მიანიჭა. ტეილორ სვიფტი ამ წოდების მატარებელი ყველაზე ახალგაზრდა ქალი მუსიკოსი შეიქმნა. თავის დროზე ამ ჯილდოს ლაუერატები ბეიონსე და ჯგუფი “Black Eyed Peas”-ის წევრი სიარა იყვნენ.
ტეილორ სვიფტის სადებიუტო ალბომი “Taylor Swift” 2006 წლის ოქტომბერში გამოვიდა და ამერიკული ჰიტ-პარადების პირველ ხუთეულში მოხვდა.
მომღერლის მეორე სტუდიურმა ჩანაწერმა “Fearless” დღის სინათლე 2008 წლის ნოემბერში იხილა. ამ ნამუშევარმა აშშ-ის მუსიკალური ალბომების ჩართებში უკვე პირველი ადგილი დაიკავა.
სვიფტის მესამე და ჯერჯერობით ბოლო ალბომი “Speak Now” მუსიკოსის თაყვანისმცემლებმა გასული წლის ოქტომბერში მიიღეს. “Billboard 200”-ის რეიტინგში ის გამოსვლისთანავე გალიდერდა.
ამჟამად მომღერალი მსოფლიო საგასტროლო ტურნეში იმყოფება, რომელიც 2012 წლის მარტში ახალ ზელანდიაში დაგეგმილი კონცერტებით დასრულდება.