აშხაბადში დსთ-ს ქვეყნის ლიდერთა მონაწილეობითშეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობას რუსეთის, სომხეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, უკრაინის, ტაჯიკეთის სახელმწიფოთა მეთაურები, აგრეთვე აზერბაიაჯნისა და მოლდავეთის პრემიერმინისტრები და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იღებს.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი გაითვალისწინებს დსთ-ში შემავალი სახელმწიფოების ინტერესებს G20-ის და G8-ის ეკონომიკური შეხვედრების დროს,რომელიც რუსეთში გაიმართება.
თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგულ ბერდიმუჰამედის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მოხდება რიგი საკითხების და პრობლემების გადახედვა, აგრეთვე იმსჯელებენ თანამეგობრობის მომავალი განვითარების შესახებ.