მერაბ ყოლბაია იგივე „კოჭოია“ იმ პოლიტპატიმართა სიაში ფიგურირებდა, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტმა თავდაპირველად მოამზადა და პოლიტპატიმრად 185 პირი მიიჩნია.
როგორც ჟურნალისტებს უფლებადამცველმა, ნანა კაკაბაძემ განუცხადა, „კოჭოიასთან“ ერთად სიიდან ამოღებულია კიდევ რამდენიმე პირის გვარი, თუმცა მათი საქმეები შესაძლოა, ერთი თვის განმავლობაში, სხვა პირთა საქმეებთან ერთად კიდევ იქნეს განხილული. სიიდან მერაბ ყოლბაიას ამოღების მიზეზად ნანა კაკაბაძე მის საქმესთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვებს ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ გალელ „კოჭოიას“ სახელს საქართველოში მომხდარი ხუთი აფეთქების ორგანიზება და განხორციელება უკავშირდება.