დღეს, 6 დეკემბერს, 12: 00 საათზე, ინტერნეტ გამოცემა For.ge-ს პრესკლუბში ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ბრიფინგს გამართავს.
ადვოკატი ისაუბრებს „გარდაბნის ჰესის“ ხელოვნური გაკოტრების და „საქართველოს ენერგეტიკული კორპორაციის“ მიერ აღებული ვალდებულებების უარყოფის, რუსთავის „ქიმბოჭკოს“საწარმოს ხელოვნური გაკოტრების და ქონების განიავების შესახებ. ადვოკატი ასევე ისაუბრებს საპარლამენტო უმცირესობის ზოგიერთი წევრის მხრიდან, ნოტარიუსთა დანაშაულებრივი ჯგუფის მფარველობის შესახებ, რომლებიც მოქალაქეების ბინებს თაღლითურად იგდებდნენ ხელში და მიმართავს პროკურატურას დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა აღნიშნულ საქმეებზე.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საქმეებისა, შალვა ხაჭაპურიძე ასევე მიმართავს პროკურატურას დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა წინა ხელისუფლების მიერ მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტთან დაკავშირებით, აგრეთვე მოითხოვს აღიძრას სისხლის სამართლის საქმე წინა ხელისუფლების კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა წამების,ცემის,არაადამიანური მოპყრობისა და ქონების ჩამორთმევის ფაქტებთან დაკავშირებით და საგანგებო განცხადებით მიმართავს შსს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს.
მისამართი: თაქთაქიშვილის (ყოფილი რიგის) ქ. N11.
საკონტაქტო ტელეფონი: 593155 500