ეუთოს მისიამ ყარაბაღის ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, სომხეთ-აზერბაიაჯნის საზღვარზე, მონიტორინგი განახორციელა.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეუთოს დელეგაციაში შედიოდნენ ირჟი არბელე-ჩეხეთი და ევგენი შაროვი-უკრაინა, ეუთოს მაღალი დონის დაგეგმარების ჯგუფის წარმომადგენელი ვიტალი ბელკონი,აგრეთვე ხრისტო ხრსიტოვი-ბულგარეთი, უილიამ პრაიორი-დიდი ბრიტანეთი და ანდრეი ბარაშკინი-რუსეთი.
მონიტორინგი წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით ჩატარდა, ეუთოს მისიასთან ერთად, მონიტორინგში ყარაბაღის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილეობდნენ.