ბრიტანეთში „საკვები ბანკების“ რაოდენობა დღითიდღე იზრდება

ბრიტანეთში „საკვები ბანკების“ რაოდენობა დღითიდღე იზრდება

 ეკონომიკურმა კრიზისმა ბრიტანეთში ის გამოიწვია,რომ ლამის ყოველდღიურად იზრდება ე.წ „საკვები ბანკები“-საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომელიც ცდილობს მათ, ვისაც საკვები ესაჭიროება,მიაწოდოს. „კვების ბანკებს“ ბრიტანეთში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აკითხავს.

ბანკი Trussell Trust-ი სამ დღეში ერთხელ ხსნის თავის დამატებით ფილიალებს “სუპის სამზარეულოებს“, სადაც გაჭირვებული ადამიანები მიდიან დაიკვებებიან, მათ პროდუქტებიც ურიგდებათ.

„ჩვენ უკვე ყოველ მესამე დღეს ვხსნით ე.წ ”სუპების სამზარეულოებს“, ეს ვფიქრობთ, პრობლემის მასშტაბურობაზე ნათლად მეტყველებს. შესაძლებელია, ჩვენ ამჟამად, მხოლოდ პრობლემის აისბერგის წვერს ვხედავთ ხოლმე“,-აცხადებენ ბანკის წარმომადგენლები.

დღეისთვის ბრიტანეთში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 13 მილიონი ადამიანი დგას. ქვეყნის ფინანსთა სამინსიტრო კი დღეს ისევ აპირებს სოციალური დახმარებების შემცირებას.