საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პლამენ ბონჩევთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კულტურული და ეკონომიკური განვითარების თანამშრომლობის პერსპექტივებს.
ელჩმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურა ბულგარეთის რესპუბლიკის უპირობო მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ.