შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ჟურნალისტებთან მისი დაკითხვის დეტალებზე არ საუბრობს.
მან ადვოკატ გოგიტა გაბაიძესთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილი უკვე დატოვა.
ლორთქიფანიძემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდის ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაიკითხა.
როგორც ლორთქიფანიძემ და მისმა ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადეს, დაწყებულია სისხლის სამართლებრივი გამოძიება. თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.
„არის დეტალები, რომლებზეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ შეიძლება საუბარი. მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს" - აღნიშნა ადვოკატმა.