შესაძლოა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად პატმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმართა სიაში შეიყვანონ.
როგორც ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, ოქრუაშვილი თავდაპირველად პოლიტდევნილთა სიაში იყო შეყვანილი, თუმცა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში ჩავიდა, დააპატიმრეს და დევნილობაში აღარ არის, დღის წესრიგში სტატუსის შეცვლის საკითხი დადგა.
„ოქრუაშვილის საკითხზე კომიტეტში განცხადება უკვე შევიდა მისი დაპატიმრების, 19 ნოემბრის შემდეგ მისი პოლიტპატიმართა სიაში გადაყვანის თხოვნით. ამ საკითხს კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი დაუბრუნდება იმ არგუმენტითაც, რომ პარალელურად მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ირაკლი ოქრუაშვილის საკითხზე უარის თქმა არ მომხდარა“, - აცხადებს კანონმდებელი.