ადგილობრივი მედიის განცხადებით,ფილიპინებზე დატეხილმა ქარიშხალმა 200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,დაკარგულია კიდევ 20 ადამიანი.
ქარიშხალი „პაბლო“, როემლიც არქიპელაგს თავს დაატყდა, ხელისუფალთა განცხადებით, ბოლო 20 წლის მანძილზე, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა. მინდანაოს კუნძილზე გათიშულია ელექტრონერგია,არ არის კავშირი,ხოლო 107 000-მდე ადამიანი ისევ თავშესაფარში იმყოფება.
მიუხედავად ხელისუფლების მიერ წინასწარ მიღებული ზომებისა, მსხვერპლი მაინც არის, თუმცა, ეს შედარებით მცირე ციფრია გასულ წლთან შედარებით, როდესაც ფილიპინებზე რამდენიმე ქარიშხლის შედეგად, 15000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
.