საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ ელექტროენერგიაზე ტარიფების დაწევასთან დაკავშირებით, მიმდინარე მოლაპარაკებების შეფასებისას განაცხადა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის დაწევაზე საბოლოო კონსესუსი ერთ კვირაში მიიღწევა.
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები. სამუშაო ჯგუფი აწარმოებს მოლაპარაკებებს „ინტერ რაოსთან“, ასევე „ენერგო პროსთან“. ჩვენ გასულ კვირას ორივე კომპანიას მივაწოდეთ ჩვენი შეხედულებები თუ რამდენად და როგორ წარმოგვიდგენია და რამდენად უნდა მოხდეს ტარიფის დაწევა. მათგან პასუხს ერთ კვირაში მივიღებთ და ამის შემდეგ უკვე გახდება ცნობილი, რამდენად და რამდენითაა შესაძლებელი ელექტროენერგიაზე ტარიფის დაწევა“, - განაცხადა კალაძემ.