ირინა სარიშვილი მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას არ გამორიცხავს. როგორც მან დღეს ჟურნალისტებს ტელეკომპანია „მაესტროს" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, აღნიშული პოლიტიკური ძალის შექმნის შემთხვევაში, იქ თავად აუცილებლად იქნება წარმოდგენილი.
მისივე თქმით, იგეგმება კონსულტაციების დაწყება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან, თუმცა ჯერჯერობით ამ კუთხით რაიმე სერიოზული არ გაკეთებულა.
ამასთან, სარიშვილმა წინასაარჩევნო პერიოდში თავის პასიურობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მან ვერ იპოვა ბაზა, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა მისი რეალური მესამე პოლიტიკური ძალა შექმნილიყო.