ირინა სარიშვილი: იგორ გიორგაძე საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაბრუნდეს

ირინა სარიშვილი: იგორ გიორგაძე საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაბრუნდეს

ირინა სარიშვილი იგორ გიორგაძის საქართველოში დაბრუნებას დღევანდელ ვითარებაში მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მაესტროს" პრეს-კლუბში პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

„საერთოდ მივიჩნევ, რომ გიორგაძესთან დაკავშირებით სიტუაცია აბსურდულია. მას ასეთ ვითარებაში სამშობლოში მისი დაბრუნება მიზანშეუწონლად მიმაჩნია. მაგალითისთვის, მინდა, ირაკლი ოქრუაშვილი დაგისახელოთ. მისთვის პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭება იგეგმებოდა, თუმცა საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავეს და მასთან დაკავშირებული ვითარება კარგად მოგეხსენებათ. ამიტომ, გიორგაძე საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაბრუნდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დაბრუნდება, აუცილებლად უნდა მიიღოს გარკვეული გარანტიები. იმ უსუსურ სიაში, რომელსაც პარლამენტი განიხილვას და რომელსაც პოლიტდევნილთა სია ეწოდება, იგორ გიორგაძე არ არის. მან კომისიას განცხადებით მიმართა, თუმცა უარი მიიღო. ეს ძალიან სამწუხარო და გაუგებარია" - განაცხადა სარიშვილმა და დასძინა, რომ თუ გიორგაძეს საქართველოში პოლიტიკური აქტივობა სურს, მისი ერთადერთი მიზანი რეალური მესამე პოლიტიკური ძალის შექმნა უნდა იყოს.