საერთაშორისოორგანიზაცია Transparency International-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში ქვეყანაში კორუფციის დონის შეფასებით,რუსეთმა 10 ადგილით წინ გადაიწია და მსოფლიო რეიტინგში 133–ე ადგილი დაიკავა.
რუსეთთან ერთად კორუფციის მაღალი დონე დააფიქსირეს ჰონდურასმა, ირანმა და ყაზახეთმა -მათ ყველამ 28 ქულა მოაგროვა.
„კორუფცია ანგრევს და არღვევს საზოგადოებას,ხელს უშლის სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითრებას. კორუფცია მასობრივი უკამყოფილების საფუძველი ხდება, რაც ქვეყანაში შემდგომ დესტაბილიზაციას და კონფლიქტურ სიტუაციებს ავითარებს.ჩვენს მიერ მომზადებული ანგარიში ცხადყოფს, რომ ქვეყნის ლიდერებმა მეტი ყურადღებს უნდა დაუთმონ ქვეყანაში არსებულ კორუფციას“,- ნათქვამია Transparency International-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.