გია ლორთქიფანიძე დაკითხვაზე იმყოფება

გია ლორთქიფანიძე დაკითხვაზე იმყოფება

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე პროკურატურაში  დაკითხვაზე იმყოფება.

ლორთქიფანიძე პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა.

ჯერჯერობით უცნობია,  რა საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს პროკურატურაში შს მინისტრის ყოფილი მოადგილე.

ცნობისთვის, გია ლორთქიფანიძე პროკურატურაში პირველ დეკემბერს უკვე იმყოფებოდა. იგი ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო.

გია ლორთქიფანიძე კახეთის კუდ-ის უფროსის მოადგილის დავით ლორთქიფანიძის ძმაა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს.