გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად არჩილ ცაბუტაშვილი დაინიშნა.
იგი კომპანიის თანამშრომლებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა დღეს წარუდგინა. როგორც კომპანიის ახალმა მმართველმა განაცხადა, ის გააგრძელებს წყალმომარაგების კომპანიის მიერ დაწყებულ მნიშვნელოვან პროექტებს.
„მე მოვდივარ ჩემი გუნდით და ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, რაც უზრუნველყოფს რეგიონებში მოსახლეობის სტაბილურ, უწყვეტ წყალმომარაგებას" - განაცხადა არჩილ ცაბუტაშვილმა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 2010 წელს შეიქმნა და დღემდე მას ირაკლი კვაშილავა ხელმძღვანელობდა, რომელიც აცხადებს, რომ კომპანიამ საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
„ბევრ რეგიონში უკვე გადავედით ყოველდღიურ წყალმომარაგებაზე. დარწმუნებული ვარ ახალი დირექტორი ღირსეულად გაარძელებს კომპანიის საქმიანობას და წარმატებებს ვუსურვებ" - აღნიშნა კვაშილავამ.