საქართველო 51-ე ადგილს იკავებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2012 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში (CPI), რომელიც 176 ქვეყნის საჯარო სექტორში არსებული კორუფციის აღქმას ზომავს.
საქართველომ 2012 წლის კვლევაში 100-ქულიან შკალაზე 52 ქულა მიიღო, სადაც 0 ქულა ძალიან კორუმპირებულ, ხოლო 100 - ძალიან სუფთა საჯარო სექტორს ნიშნავს.
კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2012 წელს დანიაში, ფინეთში, ახალ ზელანდიაში, შვედეთსა და სინგაპურში დაფიქსირდა. რეიტინგის ბოლოში მიანმარი, სუდანი, ავღანეთი, ჩრდილოეთ კორეა და სომალი არიან.
საქართველო რეიტინგში 51-ე ადგილს იყოფს სეიშელის კუნძულებთან, თუმცა უსწრებს ამ რეიტინგში ევროკავშირის წევრ რამდენიმე სახელმწიფოს, მათ შორის ჩეხეთს, ლატვიას, სლოვაკეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს, და ოდანვ ჩამორჩება რუანდას, ლიტვას, კოსტა-რიკასა და უნგრეთს.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რეიტინგში 28 ქულით 133-ე ადგილზეა რუსეთი, 105-ე ადგილზე – სომხეთი 34 ქულით, 139 ადგილზე – აზერბაიჯანი 27 ქულით.
კორუფციის მხრივ საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ: დანიას, ფინეთს, ახალ ზელანდიას , შვედეთს, სინგაპურს, შვეიცარიას, ავსტრალიას, ნორვეგიას, კანადასა და ნიედრლანდებს. მათ 90, 88, 87,86, 85 და