ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელის, ანი ნადარეიშვილის განცხადებით, ბაჩო ახალაია ყველაზე მეტად ჯარში განვითარებულ მოვლენებზე წუხს.
მისივე თქმით, ბაჩო ახალაია ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიაზრონ, რომ ჯარი ეკუთვნის ქვეყანას, ხალხს და მას დაფასება სჭირდება.
„ბაჩო ახალაია ყველაზე მეტად წუხს ჯარში განვითარებულ მოვლენებზე. კერძოდ იმაზე, რომ ერთ დროს ელიტური და პატივსაცემი დანაყოფები, მათ შორის IV ბრიგადა საგამოძიებო იზოლატორად არის ქცეული და ის ინსტიტუტი, რომლის სიძლიერეზეც ქვეყანა არის დაყრდნობილი, კარგავს მოტივაციას და ფუნქციას“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.