"ქართუ ბანკმა" მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

"ქართუ ბანკმა“ მის სასარგებლოდ დატვირთული ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

ამის შესახებ, ბანკი ქართუ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბანკის  სასარგებლოდ დატვირთული იპოთეკის საგნების დიდი უმრავლესობა, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს არამართლზომიერი ქმედებების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში უკანონოდ გადაეცა. „აღნიშნული ქონებების ნაწილი, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეშვეობით,  ყოველგვარი დასაბუთების გარეშე,  პირდაპირი მიყიდვის გზით საკუთრებაში გადაეცა სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 3 ოქტომბერს, ანუ არჩევნებიდან მესამე დღეს, თვითმმართველი ქალაქ თბილისის თხოვნის საფუძველზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ თბილისს გადასცა შპს „ლოგოსის“  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი და თანდართულ ნუსხაში ჩამოთვლილი უძრავი ქონებები. ამ ქონებების უკანონოდ გასხვისებასთან და შემდგომში თვითმმართველ ქალაქ თბილისისათვის, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით საჩივარი შეტანილია საქართველოს მთავარ პროკურატურაში. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე,  სს „ბანკი ქართუ“  მოუწოდებს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, თავი შეიკავონ ზემოხსენებული ქონებების შეძენისაგან ნებისმიერი გზით, რათა არ აღმოჩნდნენ არაკეთილსინდისიერი შემძენები,  რომლებმაც იცოდნენ,  რომ შესაძენ ქონებებთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობდა.

უძრავი ქონებები,  მდებარე შემდეგ მისამართებზე: 1. ქალაქი თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #7-7ა, ქალაქი თბილისი,  ატენის ქუჩის #18-ის მიმდებარედ, შემდეგი საკადასტრო კოდებით: (01.14.14.011.060.01.05.644); (01.14.14.011.060.01.05.645); (01.14.14.011.060.01.05.646); (01.14.14.011.060.01.05.645); (01.14.14.011.060.01.05.626); (01.14.14.011.060.01.05.630); (01.14.14.011.060.01.05.633); (01.14.14.011.060.01.05.634); (01.14.14.011.060.01.05.635); (01.14.14.011.060.01.05.636); (01.14.14.011.060.01.05.683); (01.14.14.011.060.01.05.681); (01.14.14.011.060.01.05.682); (01.14.14.011.060.01.05.537); (01.14.14.011.060.01.05.538); (01.14.14.011.060.01.05.539); (01.14.14.011.060.01.05.540); (01.14.14.011.060.01.05.561); (01.14.14.011.060.01.05.562); (01.14.14.011.060.01.05.563);

2.    ქალაქი თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #7-7ა,  ქალაქი თბილისი, ატენის ქუჩის #18-ის მიმდებარედ, შემდეგი საკადასტრო კოდებით: (01.14.14.011.060.01.05.564); (01.14.14.011.060.01.05.565); (01.14.14.011.060.01.05.566); (01.14.14.011.060.01.05.572); (01.14.14.011.060.01.05.573); (01.14.14.011.060.01.05.574); (01.14.14.011.060.01.05.575); (01.14.14.011.060.01.05.576); (01.14.14.011.060.01.05.561); (01.14.14.011.060.01.01.015);   (01.14.14.011.060.01.01.014);    (01.14.14.011.060.01.01.011);

(01.14.14.011.060.01.01.005); (01.14.14.011.060.01.01.003); (01.14.14.011.060.01.01.002); (01.14.14.011.060.01.02.008); (01.14.14.011.060.01.06.009); (01.14.14.011.060.01.06.010); (01.14.14.011.060.01.05.022); (01.14.14.011.060.01.05.017); (01.14.14.011.060.01.05.016); (01.14.14.011.060.01.05.015); (01.14.14.011.060.01.05.014); (01.14.14.011.060.01.05.013); (01.14.14.011.060.01.05.012); (01.14.14.011.060.01.05.011) (01.14.14.011.060.01.05.007); (01.14.14.011.060.01.05.002); (01.14.14.011.060.01.05.507);(01.14.14.011.060.01.05.508);

(01.14.14.011.060.01.05.509); (01.14.14.011.060.01.05.024);(01.14.14.011.060.01.05.510); (01.14.14.011.060.01.05.501); (01.14.14.011.060.01.05.520);(01.14.14.011.060.01.03.018); (01.14.14.011.060.01.03.017); (01.14.14.011.060.01.05.006);(01.14.14.011.060.01.02.027); (01.14.14.011.060.01.05.519); (01.14.14.011.060.01.05.016);(01.15.05.067.003.01.503);

(01.15.05.067.003.01.506); (01.15.05.067.003.01.507); (01.15.05.067.003.01.508);  (01.15.05.067.003.01.507); (01.15.05.067.003.01.508); (01.15.05.067.003.01.506);

(01.15.05.067.003.01.509); (01.15.05.067.003.01.512)“, - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.