საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების კუთხით, აგდებულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, უმცირესობის წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, საქართველოს თითოეული მოქალაქის აღმსარებლობის უფლება და თავისუფლება უზრუნველყოფილი იყოს და დაისაჯოს ის, ვინც ამას ხელს უშლის.
მისი თქმით, გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც წინწყაროში ჩასული უმრავლესობის ორი დეპუტატი ნახა, რომელთაგან ერთ-ერთი წინასაარჩევნო კამპანიის დროს საკმაოდ ფაშისტური განცხადებებით გამოირჩეოდა.
„მეორე დეპუტატი კი კვერს უკრავდა ადგილობრივ მოსახლეს, როცა ამბობდა, რომ თუკი მუსლიმური თემის წარმომადგენელბი საკუთარ რელიგიურ რიტუალებს არ შეაჩერებენ, ამას შეიძლება სისხლისღვრა მოჰყვეს. მაინტერესებს რა არის ეს - ჩვენი მუსლიმი მოქალაქეების დაცინვა, თუ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იმ ძალიან საშიში საკითხის მიმართ, რომელსაც შედეგად შეიძლება არამხოლოდ ადამიანთა ჯანმრთელოს დაზიანება, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებისათვის გამოუწორებელი შედეგები მოჰყვეს“, - განაცხადა კანონმდებელმა.