ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ერთ-ერთი პირისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების თხოვნით, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ მიმართა.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, უმცირესობის წევრმა კომიტეტს პირის სახელი და გვარი გადასცა და მისი სიაში ჩასმა სთხოვა.
კანონმდებელს ამ პირის ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
ამ წუთებში, კანონმდებლებს ბესელია „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე“ დადგენილების პროექტს აცნობს, რომელსაც დღეს უყრიან კენჭს.