ნიუ-იორკის Sotheby's-ს აუქციონის სახლში Breguet-ის ფრიმის საათი, რომელიც 1835 წელს არის დამზადებული, 6,8 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ეს არის საათი, რომელიც მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძვირად გაიყიდა. მყიდველი სახელი და გვარი არ სახელდება, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ის ერთ-ერთმა კერძო მუზეუმმა შეიძინა.
საათი ფრანგმა მესაათემ აბრაჰამ–ლუი ბრეგმა მე-19 საუკუნეში დაამზადა და საათს „ჰერცოგი ორლეანსკი“–შემკვეთის სახელი უწოდა. საათი ოქროსგან და კუს ბაკნისგან არის დამზადებული. მისი ტარება შესაძლებელია როგორც მაჯაზე, ასევე მისი გამოყენება მაგიდის საათადაც შეიძლება . საათს ძალიან რთული მექანიზმი გააჩნია–მასზე შეიძლება დროის მონიშვნა და მისი რეგულირება.
Breguet-ის ფირმას „ჰერცოგი ორლეანსკი“-ს ტიპის 10-მდე საათი აქვს დამზადებული.მყიდველებს შორის ესპანეთის მეფე, რუსეთის საიმპერატორო სახლი, იმპერატორი ნაპოლეონი და დიდი ბრიტანეთის მეფე გახლავთ.