HAUTE COUTURE WEEK 2012 SINGAPOR-უმაღლესი მოდის კვირეული სინგაპურში რამდენიმედღის წინ დასრულდა. კვირეულზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენება სწორედ ჩინელი დიზაინერის Guo Pei –ის კოლექციაა გახლდათ.
ჩაბნელებული სცენის ფონზე ზღაპრული აღმოსავლური ფერებით და ჩინური ტრადიციული ელემენტებით მორთული მოდელები მოძრაობდნენ.
ჩინელ დიზაინერს 14 წლიანი მუშაობის მანძილზე,მხოლოდ სამი ჩვენება ჰქონდა.მეოთხე სინგაპურის მოდის კვირეული გახლდათ.
Guo Pei–ის მოდელები აღმოსავლური და კლასიკური ზღაპრების და დასავლეთის კლასიკის ნარევს წარმოადგენს. მოდელიორის გეომეტრიული ხაზები მის კოლექციებს კლასიკური ფენტეზისა და თანამედრიოვე ავანგარდის ნიმუშებად აქცევს.